კომპანიის შესახებ

კომპანია „კარინა TRADING“ – არის ყაზახეთის და შუა აზიის წამყვანი წარმოება სანიტარულ – ჰიგიენური დანიშნულების ნაწარმების წარმოებაში. შპს „კარინა TRADING“ ბრენდით „კარინა“ კარგად არის ცნობილი ბაზარზე, და დღევანდელ დღეს ჩვენ გთავაზობთ 40 სახეზე მეტ პროდუქციას + სპეც. შეკვეთებით დამზადებულ პროდუქციას.

19 წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობით ჩვენმა კომპანიამ წარმატებით დაამუშავა და დანერგვა ახალი პროდუქცია (ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები, ქაღალდის პირსახოცები). შპს „კარინა TRADING“–მა მიაღწია ახალ დონეს ხარისხიანი და მოთხოვნილი პროდუქციის წარმოების საქმეში. იმპორტული დანადგარები, ინვესტიციები წარმოებაში, ასორტიმენტის გაფართოება, გასაღების მდგრადი ქსელი, დინამიკური განვითარება, და, რა თქმა უნდა, თანამოაზრეთა გუნდის შეთანხმებული მუშაობა – ყველაფერი ეს გვაძლევს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების, ბაზარზე მუდმივი თანდასწრების გაფართოების და მომავალში მტკიცე რწმენით გახედვის საშუალებას. საფუთავის ახალი დიზაინის შემწეობით, რომელიც არის მკვეთრი და ადვილად იცნობა, ჩვენი პროდუქცია არის საკმაოდ პოპულარული. ღირსეული ხარისხის და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის გამო პროდუქცია უფრო მეტად მიმზიდველია. თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც შექმნილია ფაბრიკაში დაცული პროდუქციის ასორტიმენტის წარმოებისთვის, პროფესიონალურად მომზადებული პერსონალი, ხარისხის მენეჯმენტის ეფექტიურად მომუშავე სისტემა საშუალებას გვაძლევს ხარისხიანად დავამზადოთ საქონელი მასობრივი მომხმარებლისთვის.

შპს „კარინა TRADING“ განუწყვეტლივ აუმჯობესებს საწარმოო პროცესს და გამოშვებული პროდუქციის ხარისხს, ანვითარებს კლიენტთან მუშაობის ორგანიზებას. ეს არის ინდივიდუალური მიდგომა, შეკვეთების შესრულება რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში, უფასო მიტანა. ჩვენ გვახარებენ ახალი კლიენტები, დიდად ვაფასებთ ძველებს და ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება და თხოვნა.

წარმოების პოლიტიკის და მიზნების შესაბამისად ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის:

  • ფუძის დამოუკიდებელი წარმოება;
  • ხელსახოცების და ტუალეტის ქაღალდის წარმოებისთვის საკუთარი დანადგარების არსებობა;
  • მაკულატურის ნედლეულის მომარაგების განყოფილების არსებობა (ყაზახეთის რესპუბლიკაში);
  • დარეგისტრირებული სავაჭრო მარკა;
  • მაღალი ხარისხის გარანტია;
  • მკვეთრი, მოხერხებული და ადვილად საცნობი საფუთავი;
  • ყველაზე ხელსაყრელი თანაფარდობა „ფასი\ხარისხი“;
  • სერვის – მომსახურება, პროფესიონალური კონსულტაციები პროდუქციის შერჩევაში;
  • ინდივიდუალური მიდგომა ყოველ კლიენტთან მუშაობისადმი;
  • საქონლის მიტანა ქ. ალმათიში და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებში საკუთარი ავტოტრანსპორტით და რ\გ ვაგონებით – უფასოდ;

წარმოების წარმატებული მუშაობა ხარისხის დარგში აღნიშნულია 2006 წ. სექტემბერს ყრ სტ ისო 9001–2001 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭებით და გამარჯვების მოპოვებით რესპუბლიკურ ფესტივალებში „წლის არჩევანი – 2006“, „წლის არჩევანი – 2007“ ნომინაციაში „ყაზახეთში სანიტარული დანიშნულების ცელულოზა – ქაღალდის პროდუქცია № 1“.

2010 წლის მარტში შპს „კარინა TRADING“–ს მიენიჭა ხარისხის ნიშანი „წუნდაუდებელი“.

2012 წელს ჩვენ მოგვანიჭეს საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2008, ISO 14001:2004; OHSAS 18001:2007 და ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სტანდარტები ყრ სტ ისო 9001-2009, ყრ სტ ისო 14001-2006 და ყრ სტ OHSAS 18001-2008.

ყველა ტიპის ხარისხიანი ხელსახოცების, ტუალეტის ქაღალდის, ქაღალდის პირსახოცების წარმოება – ეს არის ჩვენი მიზანი, და ამ მიზანს „ფრიადზე“ ვასრულებთ!